კაპელო: "მილანს" მშიშარა ფეხბურთელები ჰყავს"

4-11-2019, 17:44

იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ მედიის წარმომადგენლებტან საუბრისას "მილანის" ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა.

"ყველასათვის თვალსაჩინოა, რომ "მილანს" პრობლემები აქვს. შეიძლება ვთქვათ, რომ მათი ფეხბურთელების დონე მაღალია, მაგრამ მაინც შიშით თამაშობენ'.

"პაკეტა - ნიჭიერია, მაგრამ ამას ვერ აჩვენებს. გუშინდელ თამაშს რომ ვუყურებდი, რაფაელ ლეაუ მანერვიულებდა. ის თამაშს იმ მომენტშიც არ უნდა ეთიშებოდეს, როდესაც მისი გუნდიბ ბურთის გარეშეა".

"მათ არანაირი ინდივიდუალურობა არ გააჩნიათ, ვერ აჩვენებენ იმ დონეს, რომელსაც უნდა აჩვენებდნენ მათში გადახდილი თანხის გამო. გუნდში არც ლიდერი არსებობს, რომელიც ნამდვილად დაიმსახურებს კაპიტნის სამკლაურს და მწრთვნელის იდეების გუნდელებამდე მიტანას შეძლებს", - განაცხადა კაპელომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით