კანტე ლა ლიგაში?

4-11-2019, 20:09

ბრიტანულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" ლონდონის "ჩელსის" ლიდერის შეძენით დაინტერესდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდელები აქტიურად ეცდებიან საკუთარ რიგებში ნგოლო კანტე გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "სამეფო კლუბი" მზადაა ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერში, ხამეს როდრიგესიც ჩართოს, რადგან კოლუმბიელს ზინედინ ზიდანთან კვლავ კონფლიქტი აქვს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნგოლო კანტეს ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 80 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნადალი: "ბასილაშვილისგან ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მოხარული ვარ, რომ ბოლოს ეს მაინც გამოვიდა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით