კასილია დისკვალიფიცირებულია !

5-11-2019, 02:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ინგლისური "ლიდსის" ესპანელი გოლკიპერი, კიკო კასილია, დისკვალიფიცირებულია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალის" ყოფილ კარის დარაჯს, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მიმართ რასისტულ დამოკიდებულებაში ედება ბრალი.

ცნობების მიხედვით, კასილიას ჯარიმაც დაეკისრება 125 000 გირვანქას ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "ლიდსის" რიგებში, 2019 წლის ზამთრის სანტრასფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით