კანტეს დაბრუნების თარიღი ცნობილია !

5-11-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს დაბრუნების თარიღი ცნობილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა, ტრავმა მოიშუშა და მზადაა მოედანს, "აიაქსის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდეს.

ცნობების მიხედვით, კანტეს თავდაპირველად სათამაშო დროზე შეზღუდვა დაუწესდება, რათა ფორმის აღდგენა დროულად და ეფექტურად მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 5 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით