როდის დაბრუნდება პოგბა ?!

5-11-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ექიმები, გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთ სამწუხარო ცნობას ასაჯაროვებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, დაბრუნებასთან ახლოსაც კი არაა და რეაბილიტაციისთვის, კიდევ მინიმუმ 4 კვირა სჭირდება.

ცნობების მიხედვით, 26 წლის ფეხბურთელი ინდივიდუალურ ვარჯიშებს, 2 კვირაში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეს მანჩესტერული გრანდის ძირითად 11-ეულში, ბრაზილიელი შუახაზელი, ფრედი ჩაანაცვლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით