პოგბა "მანჩესტერს" 4 კვირით დააკლდება

5-11-2019, 12:55

მანჩესტერ "იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა კვლავ ტრავმირებულია.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" მომავალი 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

უკანასკნელად პოგბამ 30 აგვისტოს ითამაშა. "არსენალთან" დაპირისპირებაში მუხლის ტრავმა კვლავ გაუმიზეზდა და მას შემდგომ მინდორზე ვერ ახერხებს დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ პოგბა აღდგენით ვარჯიშებს დუბაიში ატარებს, სადაც სანაკრებო შესვენების დროს ის ზინედინ ზიდანსაც შეხვდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით