ლამპარდს ზამთარში 150 მილიონს გამოუყოფენ

5-11-2019, 12:58

სატრანსფერო აკრძალვის შემდგომ ლონდონის "ჩელსი" ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად სერიოზული ინვესტიციების ჩადებას აპირებს.

ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, ფრენკ ლამპარდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 150 მილიონი ევროს დახარჯვის უფლება ექნება.

წყაროს ცნობით, ინგლისელი სპეციალისტის მიზანი შეტევის ხაზის გაძლიერებაა. მისი მთავარი სამიზნეები ჯეიდონ სანჩო და ტიმო ვერნერი იქნებიან.

გარდა ამისა, ლამპარდს გუნდში კიდევ ერთი მცველის მოყვანა სურს, თუმცა, კონკრეტული სახელები ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით