დემბელე კვლავ ტრავმირებულია

5-11-2019, 13:20

კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი გარემარბი, ოსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია.

ესპანური რადიო Cat-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ბარძაყის კუნთი აწუხებს, რის გამოც ის "სლავიასთან" დაპირისპირებას გამოტოვებს.

როგორც ცნობილია, 22 წლის გარემარბმა სწორედ ამავე მიზეზით ვერ მიიღო მონაწილეობა "ლევანტესთან" შეხვედრაში.

შეგახსენებთ, რომ დემბელემ ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით