ბენდტნერი: "ვენგერს პირადად ვუთხარი, რომ ნაბიჭვარია"

5-11-2019, 20:18

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა შემტმევმა, ნიკლას ბენდტნერმა" არსენ ვენგერთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

"2013 წელს "არსენალის" დატოვებასთან ახლოს ვიყავი - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაფერი მოგვარებული იყო და ტრანსფერს მხოლოდ არსენ ვენგერის ხელმოწერა აკლდა".

"2 სექტემბრის საღამოს ლონდონში ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სასტუმროში ვიყავი და ფაქსს ველოდებოდი, სადაც ვენგერის ხელმოწერილი დოკუმენტები უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა".

"საღამოს 8 საათზე ვენგერმა დამირეკა და მითხრა, რომ კლუბმა ჩემი შემცვლელის დამატება ვერ მოახერხა და კიდევ ერთი წლით მომიწევდა "არსენალში" დარჩენა. ტელეფონი გამწარებულმა გავუთიშე, შემდეგ გადავურეკე და ვუთხარი, რომ ნაბიჭვარია".

"როდესაც დავმშვიდდი, ვენგერს ავუხსენი, რომ ჩემი გუნდიდან წასვლა ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, მან კი მიპასუხა: "შესაძლოა, თუმცა წელს ეს არ მოხდება. ხვალ ვარჯიშზე გელოდები", - იხსენებს დანიელი ფეხბურთელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით