ზიდანმა მბაპეს "რეალში" გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა

5-11-2019, 20:39

მადირიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელამ ზინედინ ზიდანმა მედიის წარმომადგენლებთან "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"მბაპე მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ამ ეტაპზე იგი "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია".

"ვნახოთ რა იქნება მომავალში. მბაპე "რეალში" თამაშზე ოცნებობს და მან ეს არაერთხელ აღნიშნა", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ზაფხულში "რეალის" მთავარი სამიზნე სწორედ მბაპე იქნება.

"სამეფო კლუბი" მზად არის 20 წლის ფრანგში 300 მილიონი ევრო გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით