ზიდანი: "ბეილთან კარგი ურთიერთობა მაქვს"

5-11-2019, 23:06

მადრიდის "რეალის" თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვსურს, რომ ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში იყვნენ. პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთ მათგანს ჯერ არც კი უვარჯიშია."

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ეს მათი ფედერაციის საქმეა. თუმცა, ჩვენ გვინდა, რომ გარეთი სრულიად ჯანმრთელი იყოს."

"ვფიქრობ, პრესა ყველაფერს გადამეტებულად ხედავს. მე ბეილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მისი შემადგენლობაში არყოფნის მიზეზი პირადი კონფლიქტი არაა." - აცხადებს ზიდანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით