წარმოუდგენელი შეთავაზება მბაპეს "პსჟ-სგან"

5-11-2019, 21:14

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყოინება, "პსჟ-ს" კილიან მბაპეს შენარჩუნება ნებისმიერ ფასად სურს.

წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა მბაპეს ახალ კონტრაქტს და ხელფასის სახით წელიწადში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. 20 წლის შემტევს მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" კილიანმ მბაპე 2017 წელს იჯარის წესით დაიმატა, ხოლო მომდევნო სეზონის დასაწყიში 170 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.

მან პარიზული კლუბის მაისური 97-ჯერ მოირგო, 69 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით