3 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ნეიმარის საქმე სასამართლომ განიხილა

5-11-2019, 21:48

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარი თასის ფინალში "რენის" წინააღმდეგ, პენალტების სერიაში წაგებული მატჩის შემდეგ დასაჯა.

ინციდენტს ადგილი მაშინ ჰქონდა, როცა  ნეიმარი სტადიონს ტოვებდა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, გულშემატკივარი ნეიმარს მობილურით იღებდა, რაც ბრაზილიელს არ მოეწონა.

ამავე მიზეზით, ის გულშემატკივარს ფიზიკურად შეეხო. აღნიშნული ქმედებისთვის ნეიმარმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

როგორც გაირკვა, აღნიშნული ინციდენტი სასამართლომაც გამოიძია, თუმცა გადაწყვეტილების მიხედვით, ნეიმარი დამატებით სასჯელს არ მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით