სონის წითელი ბარათი გაუუქმეს

5-11-2019, 23:47

"ტოტენჰემის" თავდამსხმელ ჰინ-მინ სონს ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის 79-ე წუთზე კორეელი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის ნახევარმცველ ანდრე გომეშს გამოედევნა და ვარდნით მისი შეჩერება სცადა, 26 წლის პორტუგალიელი წაიქცა და "დეზების" მცველ სერჟ ორიეს შეასკდა. შედეგად ანდრე გომეშმა ფეხი მოიტეხა, ამის შემხედვარე სონმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

მატჩის მთავარმა არბიტრმა მარტინ ატკინსონმა მცირე პაუზის შემდეგ კორეელს ფეხბურთელს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
დღეს დამოუკიდებელი კომისია შეიკრიბა, რომელმაც ჰინ-მინ სონს წითელი ბარათი გაუუქმა.

რაც შეეხება ანდრე გომეშს, მას ოპერაცია ჩაუტარდა და დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით