აგუერო: "სიტის" დამარცხება მხოლოდ "ლივერპულს" შეუძლია"

5-11-2019, 22:19

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ მედიის წარმომადგენლებთან "ლივერპულთან" კონკურენციის შესახებ ისაუბრა.

"შესაძლოა, ტელევიზიისთვის "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება "კლასიკოდ" იყოს მონათლული, თუმცა ჩვენთვის ნამდვილი "კლასიკო" "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირებაა".

"ორი აზრი არაა, რომ "ლივერპული" ყოველთვის რთული მეტოქე იყო. მაგრამ როდესაც მე აქ მოვედი, "იუნაიტედს" ვებრძოდით ჩემპიონის ტიტულისთვის".

"იუნაიტედის" შემდეგ "ჩელსი”"იყო ჩვენი მთავარი მტერი. ბოლო ოთხი წელია, რაც "ლივერპული" სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა და ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას. დღესდღეობით კი  მერსესაიდელები ერთადერთები არიან, ვისაც ჩვენი დამარცხებბა შეუძლია", – განაცხადა არგენტინელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით