ვალვერდე: "ახლა ჩვენზე დიდი წნეხია, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ"

6-11-2019, 02:12

პრაღის "სლავიასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდგომ ერნესტო ვალვერდემ პრესასთან ისაუბრა.

"ბოლო ორ შეხვედრაში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. ვიცით, რომ ახლა ჩვენზე დიდი წნეხი იქნება და მას უნდა გავუმკლავდეთ."

"მეტოქე გუნდი დაცვის ხაზს ძალიან მაღლა წევდა, თუმცა, ჩვენ ამით სარგებლობა ვერ მოვახერხეთ."

"ვერ ვიტყვი, რომ შედეგი უიღბლობის ბრალია. ფაქტია, რომ ხარვეზებია გუნდში და ამის გამოსწორებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ." - აცხადებს ვალვერდე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით