ვენგერი: "ბარსელონამ" ქარიზმა დაკარგა"

6-11-2019, 12:35

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული ფრანგი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, კატალონიის "ბარსელონაზე" საუბრობს:

"ეს გუნდი და მისი თამაშის სტილი როგორ მიყვარს, ყველასთვისაა ცნობილი,, თუმცა მინდა ერთი სამწუხარო რამ ვთქვა, "ბარსელონამ" ბოლო წლების განმავლობაში მისი ქარიზმა და შიშის ფაქტორი დაკარგა."

"ბლაუგრანას" მეტოქეები ახლა "კამპ ნოუზეც" კი თავდაჯერებულად თამაშობენ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატის სათავეში იმყოფება 18 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით