კონტე: "ასეთი განრიგით შესაძლებლობებს გვისპობენ"

6-11-2019, 14:02

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში,  "ინტერი" დორტმუნდის "ბორუსიასთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ მილანური კლუბის თავკაცმა ანტონიო კონტემ მედიის წარმომადგენლებთან ემოციურო ფონი ვერ დამალა.

"ბარსელნასთანაც" იგივე მოხდა, თუმცა არა, დღეს უარესი იყო. კატალონიაში ერთი ბურთით ვიგებდით და წავაგეთ, ამჯერად ორბურთიანი უპირატესობა გავანიავეთ".

"მეორე ტაიმის კომენტირება არ მინდა. ჩემი ფეხბურთელები საოცარი სისწრაფით დარბოდნენ და მადლობა მათ ამისთვის. მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს".

"არ მაღელვებს რა იქნება იანვარ-თებერვალში. სეზონი უკეთ უნდა დაგვეგეგმა. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც პრქატიკულად შეუსვენებლივ თამაშობენ და გადაღლილები არიან. მეორე ტაიმიდან ერთმნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: არ შეიძლება სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაში ყოველ მესამე დღეს შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობდე".

"აღშფოთებული ვარ. ზღვარზე ვართ მისული. მეტს ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით