ტადიჩი: "მათ დიდება მოგვპარეს"

6-11-2019, 14:48

ჩემპინთა ლიგის შეხვედრაში ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელმა დუშან ტადიჩმა  მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"საშინლად იმედგაცრუებულები ვართ, ახლა უნდა ვსაუბრობდეთ "აიაქსზე" და დიდებულ ფეხბურთზე, რომელიც აჩვენა, მაგრამ არ შეგვიძლია, რადგან ვიღაც მოვიდა და ყველაფერი მოიპარა:.

"ბლინდზე თამაშის წესის დარღვევა იყო, მაგრამ მეორე ყვითელი ბარათი მას მისცეს, შემდეგ ველტმანსაც. ჩემს ცხოვრებაში ასეთი არაფერი მინახავს, სამმაგი სასჯელი, არასდროს! ყველაფერი პულიშიჩის ბლინდზე უხეშობით დაიწყო".

"ეს დიდი იმედგაცრუებაა. არ მიყვარს საბაბის ძებნა, არ მომწონს სხვა ადამიანებზე საუბარი. უნდა ვისაუბროთ „აიაქსის“ თამაშზე, რომელმაც „ჩელსის“ ბევრად აჯობა, მაგრამ ვიმეორებ არ შეგვიძლია, რადგან ვიღაცამ ჩვენი თამაში გაანადგურა", - განაცხადა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით