მალდინიმ "მილანის" ფეხბურთელების სურვილი არ გაითვალისწინა

6-11-2019, 15:53

როგორც გავლენიანი იტალირუი გამოცემა Telelombardia იუწყება, ი"მილანის" ფეხბურთელებს გუნდში ჯენარო გატუზოს დაბრუნება სურდათ.

წყაროს ცნობით, "როსონერის" კაპიტანი, ალესიო რომანიოლი მარკო ჯამპაოლოს გაშვების შემდეგ პაოლო მალდინის შეხვდა და აღნიშნული სურვილის შესახებ უთხრა.

მიუხედავად ამისა, "მილანის" ხელმძღვანელობამ სტეფანო პიოლის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და მთავარ მწვრთნელად დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს წლევანდელი სეზონის 11 ტურის შემდეგ, "მილანს" მხოლოდ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით