რატომ არ გამოცხადდა ანჩელოტი "სალსბურგთან" მატჩის შემდეგ პრესკომფერენიაზე

6-11-2019, 16:26

როგორც მოგეხსენებათ,  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "სალსბურგს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დაგეგმილ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.

იტალიური მედიის ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა "რომასთან" მარცხის (1:2) შემდეგ გუნდის ბაზაზე "გამოკეტვის" გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით ანჩელოტიც და ფეხბურთელებიც უკმაყოფილოები დარჩნენ და დიდი ალბათობით, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რის გამოც 60 წლის მწვრთნელი პრესკონფერენციაზე არ მივიდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" მოთამაშეები 9 ნოემბერს "ჯენოასთან" გასამართ მატჩამდე ვარჯიშს არ აპირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით