"ბარსელონაში" საკადრო პრობლემებია

6-11-2019, 23:13

გუშინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კატალონიის "ბარსელონა" პრაღის "სლავიას" დაუპირისპირდა და უგოლოდ დაშორდა.

ვერ მოგებული თამაშის გარდა ესპანურ გრანდს ასევე საკადრო პრობლემებიც დაემატა.

გუნდის მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ დაზიანება მიიღო და ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შეძლებს დაბრუნებას. სავარაუდოდ, მას დეკემბრამდე მოუწევს უქმობა.

გარდა ამისა, ხერად პიკემ ყვითელი ბარათი მიიღო, რომლის გამოც "დორტმუნდთან" თამაშს გამოტოვებს. ეს კი ნიშნავს, რომ კლუბი ლიგის მომდევნო შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით