ხამესი "იუვენტუსს" დაუკავშირეს

6-11-2019, 22:09

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი, ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის შუახაზელმა, ფრანგი სპეციალისტის, ზინედინ ზიდანის გულის მოგება კვლავაც ვერ შეძლო, ამიტომაც ერთადერთი რაც დარჩა, მადრიდული გრანდის დატოვებაა.

ცნობების მიხედვით, ხამესის გადაბირება "იუვენტუსს", პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 65 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით