მესიმ "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი შესთავაზა

7-11-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, მის გუნდს, მწვრთნელის თანამდებობაზე ახალი კადრი შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის თავდამსხმელმა "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭოს, არგენტინული "რივერ პლეიტის" თავკაცის, მარსელო გალარდოს გადაბირებისკენ მოუწოდა.

ცნობების მიხედვით, გალარდომ კატალონიაში გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ამასთან ერთად, რონალდ კუმანის ტრანსფერითაცაა დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით