ტუხელმა "ბაიერნის" მწვრთნელობაზე უარი განაცხადა !

7-11-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, მიუნხენის "ბაიერნის" შემოთავაზება უარით გაისტუმრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ-ს" თავკაცმა და სპეციალისტმა, "დორტმუნდის ბორუსიასთან" ერთგულების სახით, ბავარიული გრანდის წარმომადგენლებთან გასაუბრებაც კი არ ისურვა.

ცნობების მიხედვით, "ბაიერნი" ყურადღებას ახლა არსენ ვენგერზე გადაიტანს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდის ხელმძღვანელის პოზიციას ამასთან ერთად, ჟოზე მოურინიოსაც უწინასწარმეტყველებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით