გვარდიოლა: "უოლკერის მონდომება დასაფასებელია"

7-11-2019, 13:08

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, იტალიური "ატალანტას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"პირველ რიგში მსურს მადლობა, კაილ უოლკერს გადავუხადო, რომელმაც მძიმე სიტუაციაში, მეკარის გარეშე დატოვებული კარის დარაჯობა ითავა და გოლკიპერის როლი შეასრულა."

"ედერსონის დაზიანებასა და ბრავოს გაძევებაზე არ ვისაუბრებ, მთავარი ერთი რამაა, 2 ქულა დავკარგეთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, ფრედ დასრულდა ანგარიშით 1:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით