არგენტინელმა კომენტატორმა "ბარსელონას" შემდეგი თავკაცი დაასახელა

7-11-2019, 15:16

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca აქვეყნებს არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელსა ამჟამად კი ტელეკომენტატორ კლაუდიო ბორგის ინტერვიუს სადაც ის კატალონიის "ბარსელონაში" ერნესტო ვალვერდეს შემცვლელის შესახებ საუბრობს.

"გალიარდო "ბარსელონას" მწვრთნელი დეკემბერში გახდება".

"დღეისათვის ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. "რივერის" პრეზიდენტი, როდოლფო დ’ონოფრიო ამბობდა, რომ მარსელო კლუბს მხოლოდ მის შემდეგ დატოვებდა, მაგრამ ჩემი ინფორმაცია სიტუაციასთან უფრო ახლოა", - განაცხადა ბორგიმ.

მოგახსენებთ, გალიარდო "რივერ პლეიტს" 2014 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორ-ორჯერ არგენტინის და ლიბერტადორესის თასები მოიპოვა. რივერი წლევანდელ სეზონშიც გავიდა ლიბერტადორესის თასის ფინალში, რომელშიც 23 ნოემბერს ბრაზილიურ "ფლამენგოს" შეხვდება.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით