"ნაპოლი" საკუთარ ფეხბურთელებს უჩივლებს

7-11-2019, 16:37

როგორც მოგეხსენებათ, გასული კვირის მანძილზე "ნაპოლიში" მძიმე მდგომარეობა იყო, რომელიც ახლაც გრძელდება.  საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთელები დასაჯა და ისინი გუნდის ბაზაზე კვირამდე გამოამწყვდია.

გუშინ "ზალცბურგთან" ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა - მოთამაშეებმა პრეზიდენტის ავტორიტარული გადაწყვეტილება არაფრად ჩააგდეს და მატჩის შემდეგ კლუბის ავტობუსში ჩასხდომაზეც უარი თქვეს, არც ბაზაზე მისულან.

გავრცელებული ინფორმაციით, დე ლაურენტისი არ აპირებს საქმე ასე დატოვოს და მზად არის ფეხბურთელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" თავაცი კარლო ანჩელოტიც ფეხბურთელების მხარესაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით