გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

7-11-2019, 18:26

8 ნოემბერს 12:00 საათზე, გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე გლდანის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაესწრებიან.

გლდანის საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში ადგილზე ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება მოედნის 230 – 250 ლუქსიანი განათება, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

მისამართი: გლდანი, მე-7 მკ/რ, ყოფილი რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორია



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით