ლეონარდო: "მბაპეს გარშემო აგორებული ჭორები ძალიან გამაღიზიანებელია:

7-11-2019, 17:26

"პარი სენ-ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ მედიის წარმომადგენლებთან  კილიან მბაპეს შესახებ აგორებულ ჭორბს გამოეხმაურა.

"დიახ, რა თქმა უნდა, ეს გამაღიზიანებელია. ახლა მბაპეს შესაძლო წასვლაზე საუბრის დრო არ არის. მას "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი აკავშირებს. ეს ჭორები უნდა შეწყდეს".

"მბაპე ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ის არის საუკეთესო ახალგაზრდა, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ჰყავს. კილიანი მსოფლიო ჩემპიონი და ძალიან კარგი ფეხბურთელია. ახლა მისი დესტაბილიზაციის დრო არ არის", - განაცხადა ლეონარდომ.

შეგახსენებთ,  კილიან მბაპეს მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით