კეპა: "ლამპარდთან ერთად მუშაობა ბედნიერებაა"

8-11-2019, 10:32

ლონდონის "ჩელსის" ესპანელი გოლკიპერი, კეპა არისაბალაგა, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ინგლისელ სპეციალისტზე, ფრენკ ლამპარდზე საუბრობს:

"უნდა ვაღიარო, ფრენკთან ერთად მუშაობა როგორც ჩემთვის, ასევე თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი ბედნიერებაა, მან კარგად იცის თუ რაა საჭირო წარმატებისთვის მისაღწევად და გეგმაც შესანიშნავად აქვს შემუშავებული."

"იმედი გვაქვს მასთან ერთად არაერთი ტიტულის მოპოვებას მოვახერხებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფება 23 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით