ვენგერი და "ბაიერნი" ვერ შეთანხმდნენ !

8-11-2019, 11:11

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული ფრანგი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი და მიუნხენის "ბაიერნი" ვერ შეთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტსა და ბავარიულ გრანდს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მანამ სანამ საქმე კვირეულ ანაზღაურებას შეეხებოდა.

ცნობების მიხედვით, ვენგერი 175 000 გირვანქას ითხოვდა, მაშინ როდესაც "ბაიერნის" მაქსიმუმი, 150 000 ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდის ხელმძღვანელობას ამჟამად ყველაზე მეტად, ამსტერდამის "აიაქსის" თავკაცს, ერიკ ტენ ჰაგს უწინასწარმეტყველებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით