"არსენალი" ჯაკას ბუნდსლიგის კლუბებს თავაზობს

8-11-2019, 19:09

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, "არსენალი" მზადაა გრანიტ ჯაკა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს და მის თავს გერმანულ კლუბებს თავაზობს.

წყარო იტყობინება, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ ჯაკას კლუბში მომავალი აღარ აქვს. მას საბოლოოდ გაუფუჭდა გულშემატკივრებთან ურთიერთობა და მათ ნდობას, ალბათ ვეღარ დაიბრუნებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-10 ტურში, "კრისტალ პალასთან" მატჩის დროს, შვეიცარიელმა „არსენალის“ გულშემატკივრებს შეაგინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით