იბრაჰიმოვიჩი "მილანმა" შეიძინა

8-11-2019, 19:26

MLS-ის პრეზიდენტმა დონ გარბერმა მედიის წარმომადგენლებთან ზლატან იბრაჰიმოვიჩის გასხვისების შესახებ ისაუბრა.

"ზლატანი საინტერესო პერსონა და  საჭირო ფეხბურთელია, როგორც ბექჰემი წლების წინ. ის 38 წლისაა და ახლა "მილანმა" შეიძნა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა".

"მან 2 წელიწადში MLS-ში თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა, იმედი მქონდა, რომ "გალაქსიში" დარჩებოდა, რადგან ძალიან მომწონს მასთან ურთიერთობა", - ციტირებს გარბერის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, იბრა "მილანში" 2010-2012 წლებში თამაშობდა და 85 მატჩში 56 გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით