ცვლილება "ბარსელონაში" მომავალ ზაფხულს მოხდება

8-11-2019, 19:48

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყოინება,  "ბარსელონა" მთავარ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მომდევნო წლის ზაფხულში შეცვლის.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ზაფხულამდე დაიცდის, რათა რონალდ კუმანი დანიშნოს. ჰოლანდიელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე პოსტის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, კუმანი "ბარსელონაში" 1998-1999 წლებში მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით