ხამესი პრემიერლიგაში?

8-11-2019, 20:46

როგორც Bild-ი იტყობინება, მადრიდის "რეალის" შემტევის ხამეს როდრიგესის შეძენას ზამთარში პრემიერლიგის გუნდები -  "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ეცდებიან.

მიმდინარე სეზონში, რაც ხამესი "ბაიერნიდან" "სამეფო კლუბში" დაბრუნდა, სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის ამის მთავარი მიზეზი კი ტრამვებია.

"ტოტენჰემისა" და "იუნაიტედის" გარდა ხამესისთვის, შესაძლოა, "ვულვზმაც" იბრძოლოს. 

შეგახსენებთ, როდრიგესი "რეალს" 2014 წელს შეუერთდა. მას შემდეგ მან მადრიდული გუნდის მაისურით 120 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით