ანსუ ფატი: "ჩემი ოცნება კარიერის ამ კლუბში დასრულებაა"

8-11-2019, 21:03

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"მინდა, რომ მთელი ცხოვრება აქ გავატარო. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და ვიმედოვნებ, რომ კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებ".

"მშვიდად ვარ, ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო. ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები ჩემი მეგობრები არიან, მათთან მთელ დღეს ვატარებ, ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა", - განაცხადა 16 წლის ფეხბურთელმა

მოგახსენებთ,  კატალონიური კლუბი ანსუ ფატისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით