"ინტერი" "ნაპოლის" ლიდერით დაინტერესდა

10-11-2019, 13:58

დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" "ნაპოლის" ლიდერის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნეაპოლური კლუბიდან, დრეს მერტენსის დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია,  ფეხბურთელის დამატებით პირადად, "ნერაძურის" თავკაცი, ანტონიო კონტე ინტერესდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მერტენსის დამატებით ასევე ჩინური გუნდებიც ინტერესდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით