ზიდანი: "საგრძნობლად მოვუმატეთ"

10-11-2019, 16:51

მადრიდის "რეალის" თავკაცმა "ეიბართან" სტუმრად, ანგარიშით 0:4 მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენებთან ისაუბრა.

"ძალიან ბევრს ვმუშაობთ  და თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებთ. "მალიორკასთან" წაგებული მატჩი ჩვენთვის რთული იყო, თუმცა ამ შეხვედრიდან მოყოლებული მოვუმატეთ. მას შემდეგ უფრო ნაყოფიერად ვთამაშობთ".

"მიხარია დღევანდელი შედეგი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მატჩში ყველა ბოლომდე ჩართული იყო და ბოლომდე იხარჯებოდა",- განაცხადა ზიდანმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით