"ბაიერნში" გადაწყვეტილება შეცვალეს

10-11-2019, 18:25

მას შემდეგ რაც ბუნდესლიგის ცენტრალურ მატჩში "ბაიერნმა" "ბორუსია" 4:0 დაამარცხა მიუხენური კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარ მწრთვნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩვენ ფლიკის მუშაობით კმაყოფილები ვართ. ყველამ ვნახეთ, რომ მაყურებლებმაც ძალიან ისიამოვნეს იმ ფეხბურთით, რომელიც "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიასთან" ითამაშა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფლიკთან ერთად მუშაობა მშვიდად გავაგრძელოთ," - განაცხადა პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბაიერნს" ვენგერი ჩაიბარებდა, მაგრამ როგორც ჩანს რუმენიგემ გადაიფიქრა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით