ჰიონესი: "მწვრთნელის გაშვება ფეხბურთელებს სურდათ"

10-11-2019, 18:58

არადამაკმაყოფილებელი შედეგების ჩვენების შემდგომ მიუნხენის "ბაიერნმა" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი დაითხოვა.

"რეკორდმაისტერის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დირექტორთა საბჭოსი, არამედ თავად მოთამაშეების სურვილითაა მიღებული.

"სიმართლე გითხრათ, გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ნიკო კოვაჩის მწვრთნელობის ქვეშ არ სურდათ თამაში."

"გადაწყვეტილება სწრაფადვე უნდა მიგვეღო და ასეც მოვიქეცით. ნიკო კარგი სპეციალისტია, რომელსაც წარმატებას ვუსურვებთ." - აცხადებს ჰიონესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით