დაეხმარა თუ არა მსაჯი “ლივერპულს”, ოფიციალური დასკვნა ცნობილია

10-11-2019, 21:50

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ლივერპულმა" "სიტის" უმასპინძლა.

თამაშის პირველ წუთებში მერსისაიდული კლუბის საჯარიმოში ალექს არნოლდს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა, მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დაინიშნა.

ბრიტანელმა ექსპერტებმა ხსენებული ეპიზოდი განიხილეს. მათი აზრით, ბურთის ხელზე მოხვედრამ მომენტზე ზეგავლენა მოახდინა და შესაბამისად, პენალტიც უნდა დანიშნულიყო.

შეგახსენებთ, რომ ამავე მომენტში კონტრშეტევის შემდგომ "ლივერპულმა" ანგარიშის გახსნა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით