დიბალა: "ჩემგან ასეთ გოლს არავინ ელოდა"

11-11-2019, 17:21

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ  სერია ა-ს მორიგ ტურში "მილანთან" მოგებული მატჩის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოგება იყო. მართალია, საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ მთავარი შედეგია".

"არავინ ელოდა, რომ გოლს მარჯვენა ფეხით გავიტანდი. ბურთი ისე მივიღე, იძულებული ვიყავი, მარჯვენათი დამერტყა, მიხარია, რომ ყველაფერი გამომივიდა" - განაცხადა დიბალამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით