იგუაინი "იუვენტუსში" დარჩება

11-11-2019, 17:04

იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსის" შემტევი გონსალო იგუაინი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აღნიშნული ინფორმაცია გუნდის დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა. მისი თქმით გონსალო ძალიან პოზიტიური და ძლიერი ადამიანია, კლუბის ადმინისტრაცია კი იგუაინის გარჯით კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი ტურინის "იუვენტუსში" 2016 წელს გადავიდა. მან "ბიანკონერის" მაისური 119-ჯერ მოირგო, 58 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გაიფორმა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით