რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა

11-11-2019, 16:38

გუშინ, 10 ნოემბერს, იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურში "იუვენტუსმა" "მილანს" უმასპინძლა და მეტოქე ერთ ბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრის 55-ე წუთზე ტურინელთა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ კრიშტიანო რონალდუ შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში პაულო დიბალა ჩართო. შეცვლის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი პირდაპირ გასახდელისაკენ გაეშურა.

იტალური მედიის ცნობით, რონალდუმ სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა. ამის გამო კი სარი და  კრიშტიანუს დაპირისპირების თემა კიდევ უფრო გაღვივდა.

როგორც იცით, რომ სპეციალისტმა კრიშტიანო გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაზე, მოსკოვის "ლოკომოტივთან"  მატჩშიც შეცვალა და პორტუგალიელი მაშინაც გაბრაზებული ჩანდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით