კაპელო: "სარი ძალიან გამბედავია, კრიშტიანუს კი ჩემპიონის თვისებები აკლია"

11-11-2019, 15:19

იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ სერია ა-ს მე-12 ტურის შედეგ კრიშტიანო რონალდუ გააკრიტიკა.

"არ მომწონს როცა კრიშტიანუ შეცვლის შემდეგ დგება და მიდის. ის ჩემპიონი უნდა იყოს მაშინაც კი, როცა მინდორს ტოვებს".

"სიმართლე ისაა, რომ რონალდუს სამი წელია მეტოქე არ მოუტყუებია. ის შინაგანად სუპერ-ჩემპიონია, მაგრამ გუნდში არიან დიბალა და დუგლას კოშტა, რომლებმაც ბოლო ორ მატჩში ბრწყინვალე გოლები გაიტანეს. დიბალა შეუდარებელ ფორმაშია, კოშტას მსგავსად".

"მათ მატჩები რონალდუს გარეშე მოიგეს. ბრავო სარის, რომელსაც აქვს იმის გამბედაობა, რომ კრიშტიანო შეცვალოს. მან იცის, რომ გუნდში სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, ვისაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია", -  ციტირებს კაპელოს Sky Sport Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით