ჩაკვეტაძე შესალოა ლა ლიგაში ვიხილოთ

11-11-2019, 22:47

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გენტის" ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ კარიერა შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს.

გამოცემა todofichajes-ის ინფორმაციით, "ვალენსია" სერიოზულად არის დაინტერესებული 20 წლის ფეხბურთელის დამატებით და ტრანსფერზე მუშაობაც დაიწყო.

წყაროს ცნობით, "ბუფალოები" ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა "ვალენსია" ამ წინადადებას.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი სულ ახლახანს გაახანგრძლივა 2023 წლამდე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მატებაა. ჩოგბურთელის ახალი სიყვარული ფოტოს აქვეყნებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით