კასანო: "რონალდოს დისკვალიფიკაცია ემუქრება"

11-11-2019, 22:54

გუშინ იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსმა" "მილანს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე "ბებერი სინიორას" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ კრისტიანო რონალდო გამოცვალა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სტადიონი ვადაზე ადრე დატოვა.

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ ზემოაღნიშნულ ფაქტზე გააკეთა კომენტარი.

"რონალდომ თამაშის დასრულებამდე დატოვა სტადიონი? ეს შესაძლოა მას სერიოზულ პრობლემებად დაუჯდეს."

"როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, რომაული დერბის მერე მალევე მოედანზე მომიწია დაბრუნება, რათა ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ მიმეღო დოპინგ-ტესტზე." - აცხადებს კასანო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით