შარაპოვა: "სახლში მოვიდა და მითხრა გავმხდარიყავი მისი გოგონა"

11-11-2019, 23:03

ლეგენდარულმა რუსმა ჩოგბურთელმა, მარია შარაპოვამ გრეგ დიმიტროვთან ურთიერთობა გაიხსენა.

"მახსოვს, როდესაც პირველად ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, მხოლოდ 21 წლის იყო. მე ვცდილობდი გამერკვია, თუ საერთოდ რატომ დაინტერესდა ჩემით."

"ელექტრონულ ფოსტაზე რამდენიმე მიმოწერის შემდგომ მან ჩემი ნომერი მთხოვა."

"ჩვენი ურთიერთობა თანდათან ეწყობოდა. ერთ დღესაც გრეგი ჩემს სახლს მოადგა უამრავი თაიგულითა და სათამაშო დათვით ხელში."

"ამის შემდეგ მან მკითხა, ვიყავი თუ არა მზად გავმხდარიყავი მისი გოგონა. ვუყრებდი და ვფიქრობდი, რატომ სურდა ქალთან რომანტიული ურთიერთობა, რომელიც მზად არ იყო ამისთვის."

"საბოლოოდ, დიდი ფიქრის შემდეგ მე მას დავთანხმდი." - წერს შარაპოვა ბიოგრაფიულ წიგნში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით