400 მილიონი მზადაა, რა სატრანსფერო გეგმა აქვს მადრიდის "რეალს"

12-11-2019, 22:36

მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპეს ტრანსფერზე მუშაობა კვლავ განაახლა.

იტალიური გამოცემა calciomercato-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" 20 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროიანი შეთავაზება გაამზადა.

მოგეხსენებათ, ფლორენტინო პერესს მბაპეს მოყვანა უკვე საკმაოდ დიდი ხანია სურს. მომავალ წელს კი ამ ტრანსფერის საბოლოოდ დამთავრება უნდა.

შეგახსენებთ, რომ მბაპე "პსჟს" რიგებში 2017 წელს გადაბარგდა 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით